Thumbnail

სტამბოლში უეფას ახალი ტურნირის, კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის მონაწილე 32 გუნდი 8 ჯგუფი გადანაწილდა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა, თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას ანორთოსისმა, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანმა, დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა და ნიკა ნინუას პაოკ-მა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ B ჯგუფში ერთად გენტი და ანორთოსისი მოხვდნენ, ხოლო F ჯფუფში - სლოვანი, კოპენჰაგენი და პაოკ-ი.

გიორგი ჩაკვეტაძეს მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: ლასკ-ი, თელ ავივის მაკაბი, ალაშკერტი, ჰიკ-ი.

B ჯგუფი: გენტი, პარტიზანი, ფლორა,  ანორთოსისი

C ჯგუფი: რომა, ზორია, ცსკა სოფია, ბუდიო-გლიმტი

D ჯგუფი: ალკმაარი, ჩფრ, იაბლონეცი, რანერსი

E ჯგუფი: სლავია, ფეიენოორდი, უნიონი, მაკაბი ჰაიფა

F ჯგუფი: კოპენჰაგენი, პაოკ-ი, სლოვანი, ლინკოლნი

G ჯგუფი: ტოტენჰემი, რენი, ვიტესი, მურა

H ჯგუფი: ბაზელი, ყარაბათი, ქაირათი, ომონია

ალეკსანდერ ჩეფერინი უეფას ახალი ტურნირით კმაყოფილია

კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების სრული განრიგი პარასკევს გამოქვეყნდება, კალენდარი კი ასე გამოიყურება:

1 ტური: 16 სექტემბერი
2 ტური: 30 სექტემბერი
3 ტური: 21 ოქტომბერი
4 ტური: 4 ნოემბერი
5 ტური: 25 ნოემბერი
6 ტური: 9 დეკემბერი

კონფერენსლიგის თითოეული ჯგუფის ორი გამარჯვებული ევროთასებზე გამოსვლას მომდევნო კალენდარულ წელსაც გააგრძელებს. 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლებას პირდაპირ მოიპოვებენ ჯგუფების გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები კი საგზურებისთვის ევროპალიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან პლეი ოფში ითამაშებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები