Thumbnail
  • 📅 28 აგვისტო | 🏟 ლივერპული | ⌚ 20:30 | ⚽ ლივერპული V ჩელსი
  • თამაშს ორივე გუნდი კარგ ფორმაში და შესანიშნავ ხასიათზე ხვდება
  • თომას ტუხელმა იურგენ კლოპი ბოლო სწორედ 'ენფილდზე' დაამარცხა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ორი ტურის შემდეგ ორივეს 100-პროცენტიანი შედეგი აქვს, ორივემ 5 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა - ლივერპულისა და ჩელსის დაპირისპირება დღის ტოპ-თამაშია! 

იურგენ კლოპის გუნდმა პირველ ტურში სტუმრად პრემიერლიგაში დაბრუნებულ ნორვიჩსს 3:0 მოუგო, ხოლო შემდეგ სავსე "ენფილდზე" ბარნლი 2:0 დაამარცხა. სახლში გამარჯვებით დაიწყო ახალი სეზონი თომას ტუხელის გუნდმა. ჩელსიმ კრისტალ პალასს 3:0 მოუგო, ხოლო მეორე ტურში გასვლაზე ლონდონურ დერბიში არსენალს 2:0 სძლია.

წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის მომგები ჩელსი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერით კიდევ უფრო გაძლიერდა. ბელგიელმა "არისტოკრატების" რიგებში დაბრუნება არსენალთან ლონდონურ დერბიში გატანილი გოლით აღნიშნა. ლივერპულმა დაცვის ცენტრში იბრაჰიმა კონატე დაიმატა, ხოლო ტრავმირებული მოთამაშეები დაბრუნდნენ და "მერსისაიდელებმა" ამით დიდი შევსება მიიღეს.

რაც შეეხება ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებს: ბოლო 5 მატჩიდან ლივერპულს და ჩელსის ერთმანეთს წინააღმდეგ ფრედ არ უთამაშიათ - 3 შეხვედრა ლივერპულმა მოიგო, 2 - ჩელსიმ. "მერსისაიდელებსა" და "არისტოკრატებს" შორის უკანასკნელი დაპირისპირება სწორედ "ენფილდზე" გაიმართა, სადაც ლონდონელებმა 1:0 გაიმარჯვეს. კლოპი ამის გამო ტუხელზე შურისძიებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოდ გერმანელი სპეციალისტების დაპირისირება აქცევს

საერთო ჯამში ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. პრესეზონის ჩათვლით, ლივერპულს ბოლო 10 მატჩში, მხოლოდ ერთი წაგება და 3 ფრე აქვს. ლონდონურმა კლუბმა კი ბოლო ათი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო და ძირითად დროში 2 ფრე ითამაშა. ასე რომ, რთულია, ამ წყვილში ფავორიტი დაასახელო, თუმცა სავსე "ენფილდი", რა თქმა უნდა, კლოპის ბიჭების უპირატესობაა.

ჩელსის ამ შეხვედრაში რუბენ ლოფტუს-ჩიკი და კრისტიან პულიშიჩი ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა ლივერპულის მხრიდან ფაბინიოს, მილნერის და ოქსლეიდ-ჩემბერლენის თამაში. ასევე ლაზარეთშია კერტის ჯონსიც.

საინტერესო ფაქტები

 ⚽ ლივერპულმა პრემიერლიგის ახალ სეზონში ორიდან ორი მატჩი მოიგო და გოლი არ გაუშვია.

 ⚽ "მერსისაიდელების" მსგავსად ორიდან ორი შეხვედრა მოიგო ჩელსიმაც და გოლი მათაც არ გაუშვიათ.

 ⚽ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

 ⚽ ბოლოს ლივერპულმა ჩელსისთან "ენფილდზე" ითამაშა და 0:1 დამარცხდა.

 ⚽ ბოლო 5 მატჩიდან ლივერპულს და ჩელსის ერთმანეთს წინააღმდეგ ფრედ არ უთამაშიათ - 3 შეხვედრა ლივერპულმა მოიგო, ხოლო 2 ჩელსიმ.

 ⚽ ლივერპულმა პრემიერლიგაში (გასული სეზონის ჩავლით) ბოლო 7 მატჩიდან ყველა მოიგო. 

 ⚽ იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 7 პრემიერლიგური მატჩიდან თითოეულში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

 ⚽ "მერსისაიდელებმა" ინგლისის ჩემპიონატში გამართული ბოლო 4 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლეს.

 ⚽ თომას ტუხელის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

 ⚽ ჩელსიმ და ლივერპულმა ბოლო 10 მატჩიდან, მხოლოდ თითო-თითო წააგეს.

სავარაუდო შემადგენლობა

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ტიაგო, კეიტა - სალაჰი, ჟოტა, მანე.
ტრავმა: კერტის ჯონსი, ჯეიმს მილნერი (?), ფაბინიო (?), ალექს ოექლსეიდ-ჩემბერლენი (?).

ჩელსი (3-4-2-1): მენდი - აზბილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - ჯეიმსი, კანტე, ჟორჟინიო, ალონსო - ჰავერტსი, მაუნტი - ლუკაკუ.
ტრავმა: კრისტიან პულისიჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი.     

კომენტარები

ბოლო ამბები