Thumbnail

US OPEN | ბოლქვაძის მარცხი ორ სეტში - მარიამი ტურნირს დაემშვიდობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარიამ ბოლქვაძე 3:6, 5:7 ემმა რადუკანუ
  • ქართველი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობას დაემშვიდობ

ამერიკის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო წრეში 23 წლის მარიამ ბოლქვაძე ორ სეტში 18 წლის ბრიტანელ ემმა რადუკანუსთან (150) დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა - 3:6, 5:7.

მატჩი საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. მარიამმა პირველ და მეორე სეტებშიც საკუთარი 2-2 მოწოდება დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.

ამერიკის ღია პირველობაზე მარიამის საუკეთესო შედეგი ძირითადი ბადის მე-2 წრეში თამაშია. მაშინ მან 4 ორთაბრძოლა მოიგო და მე-2 წრეში ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა. 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძე პირველ საკვალიფიკაციო წრეში ლუკრეცია სტეფანინის (იტალია, 213-ე) ეთამაშა და ტურნირს დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები