- უეფამ წლის რჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა
- წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ჟორჟინიო გახდა
- მესი V გვარდიოლა, ბაიერნი V ბარსა - ჩემპიონთა ლიგაში მაგარი დუელები გველის!
სტამბოლში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრასთან ერთად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში ბოლო შორტლისტში 3 ფეხბურთელი გახლდათ: ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია) და ნ'გოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი). აღსანიშნავია, რომ ჯილდოს 11-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ საბოლოო 3-კაციან სიაში მხოლოდ ნახევარმცველები იყვნენ. ამ სამეულიდან უეფამ საუკეთესოდ ჟორჟინიო დაასახელა.

უეფას წლის რჩეულები
საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: ჟორჟინიო (ჩელსი)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)
საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ედუარდ მენდი (ჩელსი)
საუკეთესო ქალი მეკარე: სანდრა პანიოსი (ბარსელონა)
საუკეთესო მამაკაცი მცველი: რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
საუკეთესო ქალი მცველი: ირენ პარედესი (პსჟ)
საუკეთესო მამაკაცი ნახევარმცველი: ნ'გოლო კანტე (ჩელსი)
საუკეთესო ქალი ნახევარმცველი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)
საუკეთესო მამაკაცი თავდამსხმელი: ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი)
საუკეთესო ქალი თავდამსხმელი: ჯენი ერმოსო (ბარსელონა)
საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: თომას ტუხელი (ჩელსი)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი: ლუის კორტესი (ბარსელონა)
უეფას პრეზიდენტის ჯილდო: კოპენჰაგენის გმირები
შეგახსენებთ, რომ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს აქვს მოგებული (3-ჯერ), შარშან კი გამარჯვება მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა გოლეადორმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა.
უეფას წლის ფეხბურთელი (ყველა გამარჯვებული)
2011 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
2012 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
2013 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
2014 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
2015 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
2016 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
2017 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
2018 - ლუკა მოდრიჩი (რეალი)
2019 - ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)
2020 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
კომენტარები