Thumbnail

კეინი სიტიში არ მიდის, მაგრამ ტოტენჰემში ხელფასის მომატებას ითხოვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლონდონის ტოტენჰემის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ამავდროულად, ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

ინგლისის ნაკრების გოლეადორი მიიჩნევს, რომ ის კვირაში 450 000 ევროს იმსახურებს, თუმცა ტოტენჰემის ბოსები ასე არ ფიქრობენ. ჰარის ხელფასი გასულ ზაფხულს 350 000 ევრომდე გაუზარდეს, ახლა კი, ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

კეინმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა

მიუხედავად ამისა, როგორც იცით, კეინმა უკვე დაადასტურა, რომ "დეზების" რიგებში რჩება და ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს. 28 წლის ფეხბურთელით მანჩესტერ სიტი აქტიურად იყო დაინტერესებული და 150 მილიონ ევროზე მეტსაც იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი ტოტენჰემის აღზრდილია და 337 მატჩში 221 გოლი აქვს გატანილი. ინგლისელს კარიერის საწყის ეტაპზე იჯარით მილუოლში, ნორვიჩ სიტისა და ლესტერ სიტიში აქვს ნათამაშები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები