Thumbnail

მესის გამო პიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებები იყიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჟერარდ პიკეს კომპანიამ ლიგა 1-ის სატელევიზიო უფლებები შეიძინა
  • ბარსელონას მცველმა ეს გადაწყვეტილება მესის ტრანსფერის გამო მიიღო

ბარსელონას მცველის, ჟერარდს პიკეს კომპანია ‘კოსმოსი’ საფრანგეთის ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების მფლობელი გახდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, პიკეს ფირმამ ლიგა 1-ის ტრანსლაციების უფლებები 3 წლით შეიძინა.

გადაწყვეტილების მიზეზი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის ტრანსფერია, რომელიც ცოტა ხნის წინ, ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მეგა-ტრანსფერის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა.

მესის პარი სენ-ჟერმენში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. ლეო პარიზული გრანდის ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩს, დიდი ალბათობით, კვირას, 29 აგვისტოს ჩაატარებს. პსჟ ლიგა 1-ის მეოთხე ტურში სტუმრად რეიმსს უნდა დაუპირისპირდეს. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს სამივე მატჩი მოგებული აქვთ და საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები