Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძე 7:5, 4:6, 6:4 დარია სნიგური 
  • ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ბრიტანელია

ამერიკის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო წრეში 23 წლის მარიამ ბოლქვაძემ სამ სეტში დაამარცხა 19 წლის უკრაინელი დარია სნიგური (207) და ბრძოლას აგრძელებს - 7:5, 4:6, 6:4. 

მატჩი სათსადა 45 წუთს გაგრძელდა, მარიამს ტრავმის გამო, მე-3 სეტში სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. მატჩის განმავლობაში მეტოქეებმა ჯამში 16-ჯერ წააგეს საკუთარი მოწოდება. 

მარიამი მეორე წრეშია, სადაც მე-3 ნომრად განთესილ ემა რადუჩანუ (დიდი ბრიტანეთი. 150) ელის. მან პირველ წრეში იოლად მოუგო ბიბიან შუფსს (ნიდერლანდები, 283) - 6:1, 6:2. ამერიკის ღია პირველობაზე მარიამის საუკეთესო შედეგი ძირითადი ბადის მე-2 წრეში თამაშია. მაშინ მან 4 ორთაბრძოლა მოიგო და მე-2 წრეში ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა. 

26 აგვისტოს (00:35-ზე) ეკატერინე გორგოძე პირველ საკვალიფიკაციო წრეში ლუკრეცია სტეფანინის (იტალია, 213-ე) ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები