Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი უინსტონ-სალემში აღარ გამოვა - მიზეზი ავადმყოფობაა

  • 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს ტურნირში გამოსვლა მე-2 წრიდან უნდა დაეწყო
  • ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილი ფრანგმა პიერ-უგ ერბერმა დაიკავა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უინსტონ-სალემის (აშშ) ტურნირს ჩაეხსნა. 

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი (39), რომელსაც ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირში ასპარეზობა მეორე წრიდან უნდა დაეწყო და 24 აგვისტოს არგენტინელ ფედერიკო კორიას (61) შეხვედროდა, კორტზე გასვლას ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებს. 

ბადეში ბასილაშვილის ადგილს, რომელიც უინსტონ-სალემში მე-7 ნომრად იყო განთესილი, ფრანგი პიერ-უგ ერბერი დაიკავებს. 

ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა, სადაც პირველივე წრეში იტალიელ ფაბიო ფონინისთან დამარცხდა.

უინსტონ-სალემის ტურნირის საპრიზო ფონდი $717 955-ია, კორტების საფარი - ჰარდი. უინსტონ-სალემის ტურნირი უკანასკნელი რეპეტიციაა დიდი სლემის ტურნირის, US Open-ის წინ.

კომენტარები

ბოლო ამბები