Thumbnail

დიბალა 2 წლის შემდეგ დააბრუნეს - არგენტინის ნაკრების შემადგენლობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 29 ფეხბურთელი გამოიძახა
  • არგენტინას სექტემბერში 3 მატჩი ელოდება, მათ შორის ერთი - ბრაზილიასთან

არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. "ალბისელესტე" კოპა ამერიკის ჩემპიონის რანგში პირველ თამაშს 3 სექტემბერს, ვენესუელასთან გამართავს, ხოლო შემდეგ ბრაზილიას 5 სექტემბერს და 10-ში ბოლივიას დაუპირისპირდება.

ლიონელ სკალონიმ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მოხვდა იუვენტუსის თავდამსხმელი პაულო დიბალა. მას არგენტინის ნაკრებში 2019 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და გუნდს თითქმის 2-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსო (ატალანტა, იტალია), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხერონიმო რული (ვილიარეალი).

მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), გონსალო მონტელი (სევილია, ესპანეთი), მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ხერმან პესელა (ბეტისი, ესპანეთი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ნიდერლანდები), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი), ლუკას მარტინესი (ფიორენტინა, იტალია), ნაუელ მოლინა (უდინეზე, იტალია), ხუან ფოიტი (ვილიარეალი, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ხოაკინ კორეა (ლაციო, იტალია), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ესეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია, იტალია), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ალეხანდრო გომესი (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა, იტალია), ემილიანო ბუენდია (ასტონ ვილა, ინგლისი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ, საფრანგეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ხულიან ალვარესი (რივერ პლეიტი).

არგენტინის ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე 6 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მხოლოდ ლიდერ ბრაზილიას (6 ქულით) ჩამორჩება. "ალბისელესტემ" ცოტა ხნის წინ კოპა ამერიკის მოგება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები