Thumbnail
  • უესტონ მაკენი იუვენტუსში, დიდი ალბათობით, არ დარჩება
  • ამერიკელის გადაბირება ყველაზე მეტად ბაიერნს სურს

ტურინის იუვენტუსის ამერიკელი ცენტრალური ნახევარმცველი უესტონ მაკენი შესაძლოა გერმანიაში დაბრუნდეს - ოღონდ, არა შალკეში, არამედ მიუნხენის ბაიერნში!

იტალიური ‘ტუტოსპორტის’ ინფორმაციით, მიუნხენური გრანდის ახალ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს აშშ-ის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის გადაბირება სურს. როგორც ტურინული გამოცემა წერს, იუვე მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც ირკვევა, მაკენის გადაბირება ინგლისურ ტოტენჰემსაც სურს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ტურინული გრანდის ახალ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ამერიკელი არ სჭირდება - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სასუოლოდან იტალიიის ნაკრების ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი გადაიბირა.

იუვემ მაკენი შარშან შალკედან გადაიბირა

შეგახსენებთ, რომ უესტონ მაკენი 2020 წელს იუვენტუსმა შალკედან იჯარით აიყვანა. ერთწლიან იჯარაში იუვემ გერმანულ კლუბს 4.5 მილიონი ევრო გადაუხადა. ხელშეკრულებაში ჩადებული იყო მისი გამოსყიდვის პუნქტი. 2021 წლის მარტში იუვენტუსმა მაკენი 18.5 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები