Thumbnail

ფიგურული სრიალი | ალინა ურუშაძემ ფრანგულ გრან პრიზე მე-7 ადგილი დაიკავა 

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალინა ურუშაძემ საერთო ჯამში 142.88 ქულა მოაგროვა
  • პირადი რეკორდის გამეორების შემთხვევაში, ის მეორე იქნებოდა

17 წლის ქართველმა ფიგურულად მოციგურავე ალინა ურუშაძემ საფრანგეთის ქალაქ კურშევილში მიმდინარე იუნიორთა გრან პრიზე მე-7 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ალინა მოკლე პროგრამის შემდეგ სწორედ 52.29 ქულით მე-7 პოზიციაზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 90.59 ქულა (41.98 ტექნიკური ელემენტებისთვის+49.61 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და ასევე მეშვიდეზე გავიდა. საბოლოო ჯამშიც ალინამ იგივე საფეხური დაიკავა 142.88 ქულით.

ჩემპიონის ტიტული ამერიკელმა ლინდსი ტორნგრენმა (181.45) მოიპოვა, ვერცხლის მედალი კანადელმა კაია რუიტერმა (177.60) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი - აშშ-ს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კლერ სეომ (174.80). საინტერესოა, რომ ურუშაძის პირადი რეკორდი 179.50 ქულაა, რისი დაფიქსირების შემთხვევაშიც, ალინა ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები