Thumbnail

ძალოსნობა | გიგა ოდიკაძემ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძალოსანმა შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა
  • ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 13 წევრს ვიხილავთ

პოლონეთის ქალაქ ცეხანუვში სტარტი აიღო ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა და პირველივე დღეს ქართული დელეგაციის აქტივში ოქროს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიგა ოდიკაძე (49 კგ.) ავიდა, რომელიც 17-წლამდელთა შორის გაჩემპიონდა.

აღსანიშნავია, რომ ოდიკაძემ შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა. გიგამ ატაცში 79, 82 და 84 კგ. დააფიქსირა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი, 94, 99 და 102 კილოგრამიანი შტანგის დაძლევით ვერცხლს დაეუფლა. ჯამში, ქართველი ძალოსნის მონაგარი 186 კგ. იყო და მან რუს ოლეგ პროკოპევსა (184 კგ.) და პოლონელ ტომაშ ზელემს (182 კგ.) აჯობა.

გიგა ოდიკაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა

გიგა ოდიკაძე

ატაცი: 79 კგ. ✅, 82 კგ. ✅, 84 კგ. ✅

აკვრა: 94 კგ. ✅, 99 კგ. ✅, 102 კგ. ✅

პოლონეთში ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტომდე გაგრძელდება და ფიცარნაგზე ზურაბ ანთაურის კიდევ არაერთ შეგირდს ვიხილავთ. 15-წლამდელთა შორის ძალებს რევაზ მილდიანი, ლერი ნეფარიძე (ორივე – 55 კგ.), გოგა ჯაჯვანი (61 კგ.), ლევან ოჩიგავა (73 კგ.), საბა ადამია (81 კგ.) და ირაკლი ვეკუა (+102 კგ.) სცდიან, 17-წლამდელებში კი - არჩილ ოქროპირიძე (55 კგ.), ნიკოლოზ ესართია (73 კგ.), გოგი თაბაგარი (81 კგ.) და გურამ ვეკუა (96 კგ.).

გოგონათა ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას ტურნირზე 3 ძალოსანი ჰყავს წაყვანილი: მარიამ მაისურაძე (55 კგ.), მარიამ მურღვლიანი (76 კგ.) და ნათია გადელია (81 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები