Thumbnail

ტრანსფერები | ახალი შეთავაზება ტოტენჰემს - სიტი კეინისთვის ბრძოლას აგრძელებს

  • მანჩესტერ სიტი ჰარი კეინისთვის ბრძოლაში არ ნებდება
  • ‘ქალაქელებმა’ სპურსს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს

ჰარი კეინი მანჩესტერ სიტის უახლოვდება. Independent-ის ინფორმაციით, ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა შეთავაზება, რომლითაც ტოტენჰემის დათანხმებას ცდილობს. როგორც ირკვევა, სიტი სპურსს კეინის სანაცვლოდ ახლა უკვე 176 მილიონ ევროს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს 150 მილიონზე იწერებოდა და მანჩესტერელებმა ტოტენჰემისგან ამაზე უარი მიიღეს.

ჰარი კეინს ტოტენჰემში დარჩენა არ სურს

ინგლისური მედიის ცნობით, ტოტენჰემი კეინის სანაცვლოდ 186 მილიონ ევროს ითხოვს. ცნობილია, რომ თავად კეინს კლუბის გამოცვლა აუცილებლად სურს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ინგლისის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა და იტალიასთან დამარცხდა, 28 წლის ცენტრფორვარდმა შვებულება გაიხანგრძლივა და გუნდს არც დღეს, კონფერენსლიგის მატჩში დაეხმარება პაკოშ ფერეირასთან.

ჰარი კეინი ლონდონური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში 2004 წელს მოხვდა, 2009 წელს კი ის ძირითად გუნდში დააწინაურეს, რის შემდეგაც ტოტენჰემში 242 მატჩი ჩაატარა და 166 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები