Thumbnail
  • პანდემიას ფორმულა 1-ის კიდევ ერთი რბოლა შეეწირა
  • ორგანიზატორები იაპონიის ჩანაცვლებაზე იმსჯელებენ

კორონავირუსის პანდემიამ ფორმულა 1-ის კალენდარი კიდევ ერთხელ შეცვალა.

ოთხშაბათს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 10 ოქტომბერს, ‘სუძუკაზე’ დაგეგმილი იაპონიის გრანპრი გაუქმდა. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მასპინძელმა ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიის მასშტაბური გავრცელების გამო მიიღო.

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელები უახლოეს მომავალში იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, რომელი ქვეყნითა და ტრეკით ჩაანაცვლონ იაპონიის გრანპრი, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამ სეზონში სარეკორდო 23 რბოლა აღარ გაიმართოს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სერხიო პერესი
  • კარლოს საინსი
  • სხვა პილოტი

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 რბოლის შემდეგ ლუის ჰემილტონი (მერსედესი) 195 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მაქს ფერსტაპენია (რედ ბული) - 187 ქულით, ხოლო მესამეზე - ლანდო ნორისი (მაკლარენი, 113 ქულა).

2021 წლის დარჩენილი რბოლები

📌 29 აგვისტო: ბელგიის გრანპრი

📌 5 სექტემბერი: ნიდერლანდების გრანპრი

📌 12 სექტემბერი: იტალიის გრანპრი

📌 26 სექტემბერი: რუსეთის გრანპრი

📌 3 ოქტომბერი: თურქეთის გრანპრი

❌ 10 ოქტომბერი: ჯერჯერობით უცნობია

📌 24 ოქტომბერი: აშშ-ის გრანპრი

📌 31 ოქტომბერი: მექსიკის გრანპრი

📌 7 ნოემბერი: ბრაზილიის გრანპრი

📌 5 დეკემბერი: საუდის არაბეთის გრანპრი

📌 12 დეკემბერი: აბუ დაბის გრანპრი

კომენტარები

ბოლო ამბები