Thumbnail
  • ტორპედომ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა
  • ქუთაისში ბერძენი კარაგუნისი და ყაზახი პარაგულგოვი ითამაშებენ

ქუთაისის ტორპედომ ორი ფეხბურთელი დაიმატა - ბერძენი ვასილის კარაგუნისი და ყაზახი მაგომედ პარაგულგოვი.

27 წლის ვასილის კარაგუნისი ტორპედოს კვიპროსული ერმისიდან შეუერთდა, რომლის რიგებში 30 თამაში ჩაატარა. ის პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია და ადრე უდინეზეს აკადემიაში იყო. კარიერის განმავლობაში ბერძენმა ფეხბურთელმა არისის, იტალიური რეჯინას, ლიმასოლის აელ-ის, ირაკლისისა და პლატანიასის რიგებში ითამაშა. ასევე, 2012-2016 წლებში პირეოსის ოლიმპიაკოსის საკუთრება იყო, მაგრამ ბერძნულ გრანდში თამაში არ ჩაუტარებია. 2009-2013 წლებში საბერძნეთის 17 და 19-წლამდე ნაკრებებში 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

პარაგულგოვს ყაზახეთის ნაკრებშიც უთამაშია

27 წლის ნახევარმცველი პარაგულგოვი ბოლოს აკჟაიკის წევრი იყო, მანამდე ის ერმისში, კაისარში, ირტიშში, სემეის სპარტაკსა და კაირატში თამაშობდა. ყაზახეთის ნაკრებში მისი დებიუტი 2018 წელს შედგა და ეროვნულ გუნდში დღემდე 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედოს საქართველოს ჩემპიონატში 22 თამაშში 19 ქულა აქვს მოპოვებული და პლეი აუტის ზონაში, მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები