Thumbnail

ყალბი ცხრილით! ჩინეთი თავს ოლიმპიადის გამარჯვებულად ასაღებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ადგილი აშშ-მ დაიკავა
  • თუმცა ჩინეთში ოლიმპიადის საბოლოო ცხრილს სხვანაირად ხედავენ

აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს თამაშებზე 39 ოქრო, 41 ვერცხლი და 33 ბრინჯაო მოიპოვა, ჯამში 113 მედალი აიღო და ამ შედეგით, საბოლოოდ, ოფიციალურად, პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა ჩინელებს ბოლო მომენტში გადაასწრეს - მანამდე სწორედ ჩინეთი ლიდერობდა.

მიუხედავად ამისა, ჩინეთში ოლიმპიადის საბოლოო ცხრილს მაინც სხვანაირად ხედავენ - ისე, როგორც ჩინეთის მთავრობას ურჩევნია.

საქმე ისაა, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში და ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში ვრცელდება ცხრილი, რომელშიც მედლების რაოდენობაც შეცვლილია და პირველ ადგილზე ჩინეთია. აღსანიშნავია, რომ ცხრილის სათავისო ვერსიაში ჩინელებმა ჰონგ-კონგისა (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)) და ტაივანის (ჩინური ტაიპეი - 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) მედლებიც მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე 33-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მედალი მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები