Thumbnail
  • 'ევროპული ფეხბურთის სავალალო და მღელვარე მომენტი დასრულდა'
  • ჯერაც ვირტუალურ სუპერლიგაში მხოლოდ 3 კლუბიღა დარჩა

ევროპის საკლუბო ასოციაციას (ECA) 9 ევროპული კლუბი დაუბრუნდა, რომლებიც გაზაფხულზე ორგანიზაციიდან გავიდნენ და სუპერლიგაში გაწევრიანდნენ.

ლივერპული, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, არსენალი, ინტერი, მილანი და ატლეტიკო ამიერიდან ისევ ECA-ს წევრები არიან, რომლის პრეზიდენტი პსჟ-ს ხელმძღვანელი ნასერ ალ-ხელაიფია. ეს პრაქტიკულად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტი საბოლოოდ ჩავარდა, რადგან იქ მხოლოდ 3 კლუბი დარჩა - იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა.

"ECA-მ გაითვალისწინა კლუბების აღიარება, რომ ე.წ. ევროპის სუპერლიგა არ აკმაყოფილებდა ფართო საფეხბურთო საზოგადოების ინტერესებს და ასევე, ის ფაქტი, რომ მათ საბოლოოდ დატოვეს ევროპის სუპერლიგის პროექტი. ევროპული კლუბების ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროპული ფეხბურთის სავალალო და მღელვარე მომენტი დასრულდა. ჩვენი მიზანია ევროპულ ფეხბურთში ერთიანობა გავაძლიეროთ", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგა 12-მა კლუბმა დააფუძნა, რომელიც მალევე სწორედ ხსენებულმა 9 კლუბმა დატოვა. სუპერლიგის იდეას ამ დრომდე მხარს აქტიურად 3 კლუბი უჭერს. ბარსელონა, რეალი და იუვენტუსი თავიანთი პოზიციის სისწორეში დარწმუნებულნი არიან და ახალი პროექტის მომავალ წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები