Thumbnail

'გვჯერა, ლევანიც მოძებნის ძალას' - რუმინელები მაისაშვილს ამხნევებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი 6 ივლისის შემდეგ სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოშია. მაისაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ამჟამად სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

რუმინეთის რაგბის კავშირმა მაისაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა და ლევანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

''ჩვენი სპორტული დაპირისპირების შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ რა ხდება ამ მეტოქეობის მიღმა ეს ბევრმა არ იცის. საქართველოსთან მეგობრობა, პატივისცემა და დიდი ღირებულებები გვაკავშირებს. ძალიან ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდოგომარეობის გამო. გვსურს, რომ ლევანის ოჯახი გავამხნევოთ. გვჯერა, რომ ლევანიც მოძებნის ძალას ამ კრიტიკული მომენტის დასაძლევად.

ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში მალე დავბრუნდეთ. ერთმანეთს მოედანზე შევხვდეთ და კიდევ ერთხელ ვითამაშოთ რაგბი'', - წერს რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალინ პეტრაჩე.

შეგახსენებთ, რომ მაისაშვილის გაწვრთნილმა ''ბორჯღალოსნებმა'' მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან პირველი ტესტი წააგეს და მეორე შეხვედრას ელოდნენ, როცა ''სპრინგბოქსში'' კორონავირუსი დადასტურდა, რის შემდეგაც კორონავირუსის 6 შემთხვევა საქართველოს ნაკრებშიც გამოვლინდა და ერთ-ერთი მაისაშვილი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები