Thumbnail

'მათ ლიმიტი არ აქვთ' - კლოპი კონკურენტების სატრანსფერო პოლიტიკაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იურგენ კლოპმა ლივერპულის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა
  • გერმანელს არ უკვირს, რომ სხვა გუნდები ბევრ ფულს ხარჯავენ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბრიტანულ მედიასთან თავისი კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებზე კომენტარი გააკეთა. "წითლები" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამორჩეულან, რაც ფინანსური პრობლემებითაა გამოწვეული.

კლოპისთვის გასაკვირი არ არის, რომ ჩელსი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და პარი სენ-ჟერმენი, ლივერპულთან შედარებით, გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ.

"არ მიკვირს, რომ ისინი ასეთ ფულს ხარჯავენ, რადგან ეს კლუბები არ განიცდიან პანდემიის შედეგებს. ვიცი, რომ პოულობენ გზებს ტრანსფერებში ფულის დასახარჯად. ჩვენი მდგომარეობაც ვიცით, ყველას გვესმის, როგორ მიდის საქმეები ჩელსიში, მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ გამომუშავებულ ფულს ვხარჯავთ და ეს ყოველთვის ასე იყო. კონატე იმიტომ დავიმატეთ, რომ გასული სეზონის შემდეგ აშკარა იყო, ამ პოზიციაზე ვერ გავრისკავდით. თუმცა, არასდროს გამკვირვებია ჩელსის, მანჩესტერ სიტის ან მანჩესტერ იუნაიტედის ფინანსური შესაძლებლობები. დიდი ხანია ინგლისში ვცხოვრობ და ვიცი, რომ მათ შემოსავალი გააჩნიათ. მათ არ აქვთ ლიმიტი, ჩვენ კი, არ შეგვიძლია უბრალოდ ფეხბურთელების ყიდვა, შეზღუდვები გვაქვს", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული 2021/22 წლების სეზონს 14 აგვისტოს, ნორვიჩ სიტისთან მატჩით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები