Thumbnail
  • მაურისიო პოჩეტინომ ლეო მესიზე კომენტარი გააკეთა
  • არგენტინელის დებიუტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ლეომ ჯერ მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა და არ იცის, როდის შედგება მისი დებიუტი.

"დღეს ლეოს მეორე ვარჯიში იყო, კოპა ამერიკის ფინალიდან ერთი თვის შემდეგ. მისი დებიუტი დამოკიდებულია კონდიციების მდგომარეობაზე. ის განსაკუთრებული ბიჭია, ჩვენი სტაფი ფეხბურთელებს უსმენს და შესაბამისად, მასთან ვისაუბრებთ, თუ რა სჭირდება და როდის იქნება მზად სათამაშოდ. მესის ყოველთვის ვაფასებდი. ყველამ იცის ესპანიოლსა და ბარსას შორის მეტოქეობა, მაგრამ მე ის ყოველთვის მომწონდა. ლეო აქ ბედნიერია", - თქვა არგენტინელმა მწვრთნელმა.

პოჩეტინოს ამის შემდეგ კომენტარის გაკეთება მესის, ნეიმარისა და კილიან მბაპეს ერთად თამაშზე მოუხდა:

"ეს ეტაპობრივად მოხდება, გამოვიყენებთ სხვადასხვა ტაქტიკურ სისტემებს და თამაშის სიმულაციებს, ყველაფერი დროთა განმავლობაში მოვა. სხვადასხვა ვარიანტებსა და შესაძლებლობებს ვაფასებთ", - აღნიშნა მაურისიომ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალმა სეზონმა სტარტი გასულ კვირაში აიღო და პსჟ-მ ტრუა 2:1 დაამარცხა, ხოლო 14 აგვისტოს, სტრასბურს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები