Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენსლიგაზე რიგის RFS-სთან დაბრუნდა
  • ხვიჩა კვარაცხელია რუბინში საუკეთესო იყო, მისი გუნდი კონფერენსლიგას გამოეთიშა

312-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის 21 წლის ნახევამრცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ოფიციალურ მატჩში ითამაშა! გენტმა ლატვიური RFS რიგაში 1:0 დაამარცხა და უეფას კონფერენსლიგის პლეი ოფში გავიდა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, ზუსტად ორ წუთში კი მასპინძელთა კარში ზუსტადაც დაარტყა. გიორგის შემოსვლიდან 10 წუთის შემდეგ ოკუმუმ ლატვიელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა (2:2 ბელგიაში) და ბრძოლას ჩაკვეტაძე და კომპანია აგრძელებს.

ჩაკვეტაძის გენტი ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას აგრძელებს

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს ოფიციალურ მატჩში 2020 წლის 4 ოქტომბერს ითამაშა, შეცვლაზე ბეერსხოტის წინააღმდეგ. მას მერე ის ზამთარში და ამ ზაფხულს რამდენჯერმე ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდა და სულ ეს იყო. 

ხვიჩა რაკუვთან რუბინში საუკეთესო იყო

კონფერენსლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუელი არ შედგება, რადგან ხვიჩას რუბინი შინ 0:1 დამარცხდა პოლონურ რაკუვთან. როგორც პირველი თამაში, საპასუხოც 0:0 მორჩა, დამატებით დროში კი ხვიჩა, რომელიც მანამდე საუკეთესო იყო რუბინში, 106-ე წუთზე შეცვალეს. 111-ე წუთზე რაკუვმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ასე რომ, კონფერენსლიგის პლეი ოფში ჩაკვეტაძის გენტი რაკუვს ეთამაშება. 

კონფერენსლიგაზე ნიკა ნინუასა და გიორგი ხარაიშვილის (არცერთს უთამაშია) პაოკ-ი, რომელმაც ბოჰემიანსს საპასუხო მატჩი 2:0 მოუგო (1:2 პირველ მატჩში. შეჯიბრებას გამოეთიშა გიორგი ბერიძის უიპეშტი, რომელიც ბაზელთან სტუმრად 0:4 დამარცხდა. ქართველი შემტევი ტრავმირებულია. გავარდა ელგუჯა ლობჯანიძის ტობოლიც, რომელმაც 0:5 წააგო ჟილინასთან. ქართველი ფორვარდი განაცხადში არ ყოფილა. 

ბრძოლას აგრძელებს დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი, რომელმაც 4:2 დაამარცხა პლოვდივის ლოკომოტივი (ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა). ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. 

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ახლა კონფერენსლიგაზე ითამაშებს

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა თემურ ქეცბაიას ანორთოსისი, რომელმაც ვენის რაპიდს 2:1 მოუგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა. ანორთოსისის კარში გიორგი ლორია იდგა. ახლა ანორთოსისი კონფერენსლიგის პლეი ოფში ითამაშებს, მეტოქე ისრაელის ჰაპოელ ბეერ შევაა.

კომენტარები

ბოლო ამბები