Thumbnail

ტრანსფერები | ინსინიე ინტერში? ლორენცოს და ნაპოლის გზები იყოფა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლორენცო ინსინიემ შესაძლოა კარიერა ინტერში გააგრძელოს
  • 30 წლის ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი ეწურება

მილანის ინტერი ლორენცო ინსინიეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 30 წლის ფეხბურთელი ნაპოლის კონტრაქტის განახლებაზე ვერ ურიგდება, ამ სიტუაციით სარგებლობას კი მილანელები აპირებენ.

"ნერაძურის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ უკვე დაიწყო სიტუაციის შესწავლა და ინსინიეს ახლო გარემოცვას დაუკავშირდა, რომ ვითარებაში დეტალურად გაერკვეს. ლორენცოს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და მის განახლებაზე შეთანხმებას, მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპოლი შეიძლება იძულებული გახდეს, კაპიტანი გაყიდოს.

ინტერი მზადაა, ინსინიეს სანაცვლოდ "აძურის" 15 მილიონი ევრო გადაუხადოს და საჭიროების შემთხვევაში, გარიგებაში ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ჩართოს. თავად ფეხბურთელს "ნერაძური" 4-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობს. თუმცა, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლორენცოს სანაცვლოდ ამ დროისთვის 30 მილიონ ევროს ითხოვს.

ინსინიე ახალი სეზონისთვის ემზადება, მაგრამ დე ლაურენტისს კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ლორენცო ინსინიე ნეაპოლელი და ნაპოლის აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში ის 2012 წლიდან თამაშობს და 397 შეხვედრაში 109 გოლი აქვს გატანილი. კარიერის საწყის ეტაპზე იტალიელი იჯარით კავეზეში, ფოჯასა და პესკარაში თამაშობდა (2009-2012 წლებში). იტალიის ნაკრებში ლორენცო ინსინიე 2012 წლიდან თამაშობს, 47 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები