Thumbnail
  • გუგა ფალვანდიშვილი დინამო ბათუმში ითამაშებს
  • 27 წლის ფეხბურთელმა 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

დინამო ბათუმმა გამოცდილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა. 27 წლის საყრდენმა აჭარულ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქართველოში 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ფალავანდიშვილი გასულ სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში ლამიას ღირსებას იცავდა და 14 მატჩში გოლი არ გაუტანია. მანამდე მან ლატვიურ ვენტსპილში, პოლონურ პოდბესკიძიესა და მოლდოვურ დაჩიაში ითამაშა.

საქართველოში გუგას კარიერა გაგრაში დაიწყო, საიდანაც დინამო თბილისის მეორე გუნდში გააგრძელა თამაში, ხოლო 2014-2016 წლებში გორის დილას ლიდერი იყო, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მისი ბოლო ქართული კლუბი ქუთაისის ტორპედო გახლდათ.

გუგა ფალავანდიშვილს საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. 2015 წელს, გიბრალტართან შეხვედრაში კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით იასპარეზა, მაგრამ მერე ეროვნული ნაკრების მაისური არ მოურგია.

კომენტარები

ბოლო ამბები