Thumbnail

ტოკიოს თამაშების ლეგენდებში - ტალახაძის სრული ტრიუმფი ოლიმპიადაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დღეს საზეიმოდ დასრულდა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ 8 მედალი მოიპოვა. ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა და საქართველოს სახელით პირველი სპორტსმენი გახდა, ვინც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 

ლაშას პრაქტიკულად მეტოქე არ ჰყოლია, როცა მისი "კონკურენტები" მესამე გამოსვლას ასრულებდნენ, ლაშა პირველს იწყებდა. მაგალითად, მან აკვრაში პირველივე ცდით გაინაღდა ოლიმპიური ჩემპიონობა. 

ტოკიოში მსოფლიოს სამი რეკორდი მხოლოდ ლაშამ დაამყარა

WTVA-მ ტოკიოს თამაშების ლეგენდები დაასახელა - სპორტსმენები, რომლებიც თავიანთ დისციპლინებში ყველაზე დომინანტურები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ სია სწორედ ლაშა ტალახაძით იწყება. 

"მას მსოფლიოს რეკორდების დამყარების სამი შანსი ჰქონდა და სამივე უპრობლემოდ გამოიყენა. გოლიათი ქართველი უმძიმეს შტანგას მსუბუქად წევდა, თითქოს, ეს ძალიან იოლი იყოს. დაბოლოს, ქართველი მხოლოდ 27 წლის არის და ჯერ კიდევ წინ აქვს სპორტული კარიერა".

მის გარდა ტოკიოს თამაშების ლეგენდებში მოხვდნენ: ლიზა კარინგტონი (ახალი ზელანდია, კანოე), მა ლონგი (ჩინეთი, მაგიდის ჩოგბურთი), ემა მაკკეონი (ავსტრალია, ცურვა), სვეტლანა რომაშინა (როკ, სინქრონული ცურვა), კალებ დრესელი (აშშ, ცურვა), ვიკტორ აქსელსონი (დანია, ბადმინტონი) და მიხაინ ლოპესი (კუბა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში ძალოსანთა ასპარეზზე მხოლოდ ში ჟიონგმა (ერთი) ლაშამ დაამყარეს მსოფლიოს რეკორდები. ქართველმა სამი: ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 და ორჭიდში - 488 კილოგრამი. სულ ოლიმპიადაზე 26 მსოფლიო რეკორდი დამყარდა და სამი ლაშასია. 3-3 რეკორდი დაამყარეს გერმანელმა ქალებმა ველოტრეკზე მათ ჯერ საკვალიფიკაციოში აჩვენეს ახალი რეკორდი (გუნდურ დადევნებაში), შემდეგ პირველ რაუნდში და ბოლოს ფინალში. 2 რეკორდი დაამყარა ამერიკელმა მოცურავე ქალებ დრესელმა. 


როგორც ხედავთ, ტოკიოს ოლიმპიადა ლაშა ტალახაძის სრული ტრიუმფით აღინიშნა. ერთია, რომ თავად სპორტის სახეობას ძალიან უჭირს - მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ძალოსნობა უკვე არის პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში. ის შეიძლება იქიდან ამოიღონ. ძალოსნობის პრობლემა მხოლოდ დოპინგი არ არის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი IWF-ს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მუშაობითაც სასტიკად უკმაყოფილოა. ბახი მიიჩნევს, რომ ძალოსნობის ფედერაციაში მთლიანად მენეჯმენტის კულტურაა შესაცვლელი. 

ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტო "როიტერმა" ლაშა ტალახაძე ჩაწერა: "ძალოსნობა უკვე დიდი ხანია, რაც ოლიმპიურ პროგრამაშია. ძალოსნობის გარეშე ოლიმპიური თამაშები წარმოუდგენელია. ისინი, ვინც აშავებენ, უნდა დაისაჯონ, მაგრამ სპორტის სახოება პროგრამაში უნდა დარჩეს". 

კომენტარები

ბოლო ამბები