- U18 | საქართველო 72:84 ხორვატია
- დავით როგავას შეგირდებმა ევროჩელენჯერი მოგების გარეშე დაასრულეს
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროჩელენჯერზე ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა და A ჯგუფში თამაში ბოლო ადგილზე დაასრულა.
დავით როგავასა და კახაბერ ტომარაძის შეგირდები დასკვნით შეხვედრაში ხორვატიას გაეჯიბრნენ და 72:84 (21:21, 21:28, 23:17, 7:18) წააგეს. ქართველი კალათბურთელები დასკვნით მეოთხედს ერთქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში მხოლოდ 7 ქულა ჩააგდეს და მორიგ მარცხს ვერ გადაურჩნენ.

საქართველოს ნაკრებმა 14 საჯარიმო ააცილა (35-დან 21) და მეტოქეს მოხსნებში 32:46 ჩამორჩა. წაგების ძირითადი მიზეზებიც ეს იყო. გამორჩეული თამაში ჰქონდა ლუკა ლიკლიკაძეს, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, სანდრო კასაბურმა 16 ქულა მოაგროვა, ლუკა კუჭუხიძემ კი – 11.
შეგახსენებთ, რომ გასულ მატჩებში ქართველმა კალათბურთელებმა ესპანეთთან (42:74), ჩრდილოეთ მაკედონიასთან (66:69), სერბეთთანა (48:91) და გერმანიასთან (58:106) წააგეს.
კომენტარები