Thumbnail

მეშვიდე ოლიმპიური ოქრო - ტრეკზე რბოლის მეფემ, ჯეისონ კენიმ მედალი ისევ დაიცვა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტრეკზე რბოლის ლეგენდამ ოქორს მედლის დაცვა ისევ შეძლო
  • ჯეისონ კენი გახდა პირველი ბრიტანელი, ვინც ოლიმპიადებზე 9 მედლის მოპოვება შეძლო

ტოკიოში მოგებული ორი მედლის შემდეგ, ჯეისონ კენი ისტორიაში საუკეთესო ბრიტანელი ოლიმპიელი გახდა. კენიმ ტოკიოს ველოტრეკზე, ოქროს მედალი ვაჟთა კეირინში და ვერცხლის მედალი გუნდურ სპრინტში მოიპოვა.

ჯამში კენის 9 მედალი მოუგროვდა - ერთი ოქროთი უსწრებს კოლეგა ტრეკზე მრბოლელ კრის ჰოის, ხოლო 2 ვერცხლის მედლით სერ ბრედლი ვიგინსის წინ დგება, რომელსაც ჯამში 8 მედალი აქვს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჯეისონ კენის გამარჯვება მიულოცა.

ცნობილია, რომ ბრიტანელი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ სპორტიდან წასვლას გეგმავდა, მაგრამ როგორც გუშინ გაირკვა, კენი არსად წასვლას არ აპირებს. "დილით, სპორტიდან წასვლა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ოქროს მედალმა ყველაფერი შეცვალა." - ამბობს კენი.

"დღევანდელ დღემდე, თითოეულ დღეს და ვარჯიშზე გატარებულ წუთს ვითვლიდი, წასვლა მინდოდა, მაგრამ ახლა მიდგომა შემეცვალა. შეიძლება იმ დონეს ვერასოდეს დავუბრუნდე, როგორზეც ადრე ვიყავი, მაგრამ მინდა ვცადო, არაფერს დავკარგავ."

🚲 კეირინი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში აღმოცენებული სატრეკო სახეობაა. დაახლოებით 2 კილომეტრიანი რბოლა, თავდაპირველად ლიდერს (მგეზავი, ტემპის მიმცემი) მიყვება, რომელიც თანმიმდევრულად კრებს სიჩქარეს 25–დან 50 კმ/სთ–მდე და ფინიშამდე 600–700 მეტრით ადრე ტოვებს სარბოლო ზონას. მგეზავი ეგრეთ წოდებულ დერნიზე (ელეკტრო ველოსიპედი) ზის, რომელსაც სახელი მისი კონსტრუკტორის, ფრანგი როჟე დერნის პატივსაცემად ჰქვია.

კომენტარები

ბოლო ამბები