Thumbnail
  • ფეხბურთი | ბრაზილია 1:1 (დ.დ.1:0) ესპანეთი
  • ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე მედალი მეშვიდედ მოიგო

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ''სელესაომ'' ფინალში ესპანეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ბრაზილიელებს მატჩის მოგება ძირითად დროშივე შეეძლოთ, მაგრამ რიშარლისონმა პენალტი ვერ გაიტანა და ნაკრებებმა დამატებით დროში გაარკვიეს გამარჯვებულის ვინაობა.


რიშარლისონის 38-ე წუთზე გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ესპანეთი გოლს მაინც ვერ გადაურჩა და კუნიამ ბრაზილია დააწინაურა. ესპანეთმა მიკელ ოიარსაბალის გოლით 61-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ ოქრო მაინც ვერ მოიგო. მალკომმა 109-ე წუთზე გაიტანა და მატჩიც ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიური ოქრო ზედიზედ მეორედ მოიგო. მათ ოლიმპიადების ისტორიაში სულ 7 მედალი აქვთ - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ დანი ალვეში კარიერაში 43-ე ტიტულის მფლობელი გახდა.

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს ოლიმპიადებზე სულ 4 მედალი აქვს მოგებული - 1992 წელს ოქროს დაეუფლა, ხოლო 1920, 2000 და 2021 წლებში ფინალები დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები