Thumbnail
  • რუბინის სპორტულმა დირექტორმა ხვიჩას მომავალზე ისაუბრა
  • ოლეგ იაროვინსკი 20 წლის ქართველ ნახევარმცველს ალმასს ადარებს
  • კვარაცხელიას რუსეთის დასატოვებლად დრო თვეზე ნაკლები რჩება  

ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით ისევ ყაზანის რუბინშია. რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა 20 წლის ქართველი ტალანტის მოსალოდნელ ტრანსფერზე.

"სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა, არ შეიძლება კლუბში ნებისმიერი ფეხბურთელის მდგომარეობაზე მსჯელობა. გულშემატკივრებისა და ყველა ჩვენგანის სამწუხაროდ, ხვიჩასთან დაკავშირებით ხმაური მეტია, ვიდრე რეალობა.

ჩვენც და ხვიჩაც უკვე დავიღალეთ შეკითხვებით. კვარაცხელია ალმასია და ამისთანა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყოველთვის ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ადამიანები მოვლენებს წინ უსწრებენ და სურთ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ბიზნესია, სადაც ცოცხალი ადამიანები მოქმედებენ. 

კვარაცხელიასთან დაკავშირებით არცთუ მარტივი ვითარებაა, მაგრამ რეალური სახლეები ისევ არ არის. მხოლოდ 5 სექტემბერს (რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის თარიღი) შეიძლება გადაჭრით საუბარი", - ამბობს იაროვინსკი metaratings.ru-სთან.

პოლონურ რაკუვთან შეხვედრაში, ხვიჩას მაისურიდან ასოები გაქრა

რუბინის სპორტულ დირექტორს ასევე ჰკითხეს, პირადად მას სურს თუ არა კვარაცხელიას შენარჩუნება.

"რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ფეხბურთელები საერთოდ არ მიდიოდნენ, მაგრამ ეს იგივეა გვინდოდეს, ბავშვები სულ პატარებად რჩებოდნენ. ეს უბრალოდ არარეალურია და ასევე ტრანსფერებზეც. წასვლსა თუ დარჩენას ისე ვიღებ, როგორც მოცემულობას", - ამბობს ის.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყაზანის კლუბის მაისურით 51 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მითვალა 13 საგოლე პასი. პორტალი Transfermarkt კვარაცხელიას საბაზრო ფასად 18 მილიონ ევროს ასახელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები