Thumbnail

ბოლქვაძე ძირითად ბადეშია - მარიამმა მეტოქეს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე 6:2, 6:1 სოფი ჩანგი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის გავლა მოახერხა

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კონკორდის (მასაჩუსეტსი, აშშ) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარი) კვალიფიკაციაში მე-2 მატჩიც იოლად მოიგო და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ Thoreau Tennis Open-ის სასტარტო შეხვედრაში ტაილანდელ პეანგტამ პლიპუეჩს დამაჯერებლად სძლია – 6:2, 6:4, გადამწყვეტ რაუნდში კი აშშ-ს წარმომადგენელი სოფი ჩანგს 6:2, 6:1 მოუგო. მარიამს 1 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, 9-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ წააგო.

ამგვარად, ბოლქვაძე კონკორდის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს, მისი მეტოქე კი ამერიკელი ვიკტორია დუვალი იქნება. წარმატების შემთხვევაში, მარიამს მერვედფინალში მე-7 განთესვის მქონე ბელგიელი გრეეტ მინენი ელის.

შეგახსენებთ, რომ ივლისის შუაში მარიამმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული 60-ათასიანი ტურნირი მოიგო, იმ შეჯიბრის ჩათვლით კი, უკვე ზედიზედ 7 წარმატებული მატჩი მოუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები