Thumbnail

საქართველოს კიდევ ერთი მედალი მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ მოუტანა. 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ოლიმპიური თამაშების ფინალში 3-გზის ოლიმპიურ და 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონთან, კუბელ მიაინ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა!

საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის ეს მეოთხე ვერცხლი და საერთი ჯამში მე-6 მედალია. იაკობი ფინალში ბევრს ცდილობდა, მაგრამ მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. კუბელმა სპორტსმენმა ჯერ 3 ქულა აიღო, ხოლო მეორე პერიოდში ქაჯაია ხალიჩიდან ორჯერ გადაიყვანა, რაშიც კიდევ ორი ქულა დაიმსახურა და ფინალი 5:0 მოიგო. მიაინ ლოპეს ნუნიესი ოლიმპიური თამაშების 4-გზის გამარჯვებულია.


27 წლის ქაჯაიამ ფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო. მან მერვედფინალში ფინეთის წარმომადგენელი ელიას კუოსმანენი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვს 3:1 აჯობა, ხოლო ფინალის საგზური ჩილე წარმომადგენელი იასმანი აკოსტა ფერნანდესის დამარცხებით მოიპოვა.


შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს კიდევ ერთი მედლის მოგების შანსი 3 აგვისტოს ექნება. გიორგი მელიას (97 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ის პირველ წრეში რუს მეტოქესთან დამარცხდა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე ფინალში გავიდა და ახლა მელიას რეპეშაჟში ორი ბრძოლის მოგება სჭირდება, რათა ბრინჯაოს მედალს დაეუფლოს.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ამ დროისთვის 5 მედალი აქვს: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ ძიუდოში ოქროს მედლის მოპოვება ლაშა ბექაურმა (90 კგ) შეძლო, რომელმაც ფინალში ედუარდ ტრიპელს სძლია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები