Thumbnail

ოლიმპიადა | გიორგი მელიამ სასტარტო შეხვედრა რუს ფალავანთან დათმო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

2 აგვისტოს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ იასპარეზა. სამტრედიელი ფალავანი, რომელიც 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, სასტარტო წრეშივე პირველი განთესვის მქონე რუს მუსა ევლოევს დაუპირისპირდა.

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონ ევლოევს, რომელიც ამ 1/8-ფინალური ორთაბრძოლის ფავორიტად ითვლებოდა, უპირატესობის თავიდანვე მოპოვება და შემდეგ მისი დაცვა არ გასჭირვებია. მელიამ პირველი პერიოდი 0-3 დათმო, მეორეში კი მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა - 1:3.

გიორგი მელია მედლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს

გიორგის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში ბრძოლის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი მუსა ევლოევი ფინალში გავა.

იმავე ვითარებაში აღმოჩნდა ამ წონაში სერბეთის სახელით მოჭიდავე მიხეილ ქაჯაია, რომელმაც სტარტზე გ'ანჯელო ჰენკოკთან 1-5 წააგო.

შეგახსენებთ, რომ დღესვე მოგვიანებით ოქროს მედლისთვის 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია იჭიდავებს, რომელსაც მეტოქედ 38 წლის კუბელი მიაინ ლოპეს ნუნიესი ჰყავს. ამ დროისთვის კი საქართველოს სპორტულ დელეგაციას ტოკიოში 5 მედალი უკვე აქვს მოპოვებული - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები