Thumbnail
  • ტულის არსენალი 0:3 რუბინი
  • ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი ტულის არსენალს გაუტანა
  • მასპინძელთა რიგებში მოედანზე ზურიკო დავითაშვილიც იყო

ხვიჩა კვარაცხელიამ 2021/22 წლების სეზონში პირველი გოლი გატანა. ყაზანის რუბინის ქართველმა ფეხბურთელმა ტულაში, არსენალის წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.

მე-40 წუთზე ხვიჩამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ძალიან ეფექტური დარტყმით სუპერგოლი გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - რუბინმა 3:0 მოიგო. ქართველი შემტევი მოედანზე 69-ე წუთამდე იყო და სოლტმურად ბაკაევმა შეცვალა.

ზურიკომ ყოფილ გუნდთან ითამაშა, მაგრამ მხოლოდ 50 წუთი

არსენალის მაისურით ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და მე-2 ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე შეცვალეს. "ჩემპიონატმა" ხვიჩას 7.5 ქულა დაუწერა. ამდენივე ქულა მხოლოდ დესპოტოვიჩმა და ჰვანმა მიიღეს. სამწუხაროდ, დავითაშვილს დაბალი შეფასება ერგო - 5.0.

ყაზანის რუბინს ორ ტურში 6 ქულა აქვს, გოლიც არ გაუშვია და ლიდერია, მომდევნო ტურში 8 აგვისტოს გროზნოს ახმატს უმასპინძლებს, მანამდე კი 5 აგვისტოს, კონფერენსლიგაზე პოლონეთში რაკოვს შეხვდება. ტულის არსენალი  უქულოდ ბოლო ადგილზეა და 7 აგვისტოს სამარის კრილია სოვეტოვს შინ დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები