Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს! ის დრაფტზე ინდიანა პეისერსმა აირჩია, მაგრამ მილუოკი ბაქსიში გაიცვალა და ქართველი კალათბურთელი კარიერას სწორედ იქ დაიწყებს. მამუკელაშვილი მეორე რაუნდის 24-ე ნომრად (ჯამში 54-ე) აირჩიეს.

სეტონ ჰოლის ლიდერმა NBA-ში მოხვედრა ნამდვილად დაიმსახურა. სანდროს მილუოკიში სერიოზული კონკურენცია ელის. შეგახსენებთ, რომ ბაქსი NBA-ს მოქმედი გამარჯვებულია. მილუოკელებმა ფინალურ დაპირისპირებაში ფინიქს სანსი 0:2-დან 4:2 დაამარცხეს და ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვეს.


სანდრო მეექვსე ქართველია, რომელიც NBA-ში მოხვდა. აქამდე ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზაზა ფაჩულიას, ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოც ცქიტიშვილს, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძეს უთამაშიათ.

ამგვარად, საქართველოს NBA-ში უკვე ორი კალათბურთელი ეყოლება - ბითაძე ინდიანაში და მამუკელაშვილი მილუოკიში. შეგახსენებთ, რომ ბაქსის ღირსებას უკვე ზაზა ფაჩულია იცავდა, რომელიც ამ კლუბში 2004-2005 წლებსა და 2013-2015 წლებში თამაშობდა.

NBA-ს დრაფტის პირველი ათეული

1. კეიდ კანინგემი (დეტროიტი), 2. ჯეილენ გრინი (ჰიუსტონი), 3. ევან მობლი (კლივლენდი), 4. სკოტი ბარნსი (ტორონტო), 5. ჯეილენ საგსი (ორლანდო), 6. ჯოშ გიდი (ავსტრალია, ოკლაჰომა სიტი), 7. ჯონათან კუმინგა (კონგო, გოლდენ სტეიტი), 8. ფრანც ვაგნერი (გერმანია, ორლანდო), 9. დევიონ მიტჩელი (საკრამენტო), 10. ზაიარე უილიამსი (ნიუ ორლეანსი).

კომენტარები

ბოლო ამბები