Thumbnail

სეტის წაუგებლად - გორგოძე პოლონური ტურნირის მეოთხედფინალშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეკატერინე გორგოძემ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო
  • ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ბერძენ მეტოქეს შეხვდება

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთში 60-ათასიან ტურნირზე ასპარეზობს, სადაც ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება შეძლო და მეოთხედფინალში გავიდა. ეკატერინემ არცერთი სეტი არ წააგო და მეოთხედფინალში ბერძენ დესპინა პაპამიხაილს (227) შეხვდება.

გორგოძემ 1/16-ფინალში რუმინელ ირინა ფეტეკაუს 6:2, 6:2 მოუგო, რის შემდეგაც ლატვიელ დანიელა ვისმანეს 6:2, 7:6 სძლია. გორგოძე, მეოთხედფინალურ მატჩს 30 ივლისს, თბილისის დროით 12:00-საათზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები