Thumbnail

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში 5 ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და ქართულ დელეგაციას მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ქართველმა სპორტსმენმა ინსტაგრამის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ მისი ოცნება ახდა და ოლიმპიური ჩემპიონობით ბედნიერია.

''ჩემი ოცნება ახდა! ეს გამარჯვება ჩემსა ქვეყანასა და ჩემს ხალხს ეკუთვნის. ჩემი ხალხი ბედნიერია ჩემი გამარჯვებით და ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!'', - წერს ბექაური ინსტაგრამის გვერდზე.

ლაშას პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ ქართველ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცეს და მომავალშიც დიდი წარმატება უსურვეს. ბექაურს წარმატება ბევრმა მიულოცა: გიორგი ნემსაძე, კახა კალაძე, ლაშა ტალახაძე, თორნიკე შენგელია, თეოდორ კახიანი, ბექა გორგაძე, საბა კვირკველია, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, სარა ასაჰინა, დარია ბილოდიდი და სხვები.

ლაშა ტალახაძე: ეს თუ ჭკვიანი იყოს, გიჟი ხარ ძმაო, გილოცავ.

თორნიკე შენგელია: ეს თუ არ გაძლევთ მოტივაციას, მაშინ ვერაფრისგან მიიღებთ მას. გილოცავთ!

დარია ბილოდიდი: ლეგენდა ხარ!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოლიმპიადაზე 3 მედალი (1 ოქრო და 2 ვერცხლი) აქვს მოპოვებული. სამივე ძიუდოისტების აქტივშია - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, ხოლო ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა

კომენტარები

ბოლო ამბები