Thumbnail
  • რომელუ ლუკაკუს ინტერთან ერთად კარგი სეზონი ჰქონდა
  • ბელგიელი ფორვარდის დაბრუნება ლონდონის ჩელსის სურს

რომელუ ლუკაკუს მილანის ინტერთნ ერთად სერია A-ში კარგი სეზონი გამოუვიდა და ბელგიელ ფორვარდმა იტალიის ჩემპიონობაც იზეიმა. ის კარგი იყო ევროპის ჩემპიონატზეც, სადაც 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

კარგი სეზონის შემდეგ, ლუკაკუს გადაბირებით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუს უკან დაბრუნება ლონდონის ჩელსის სურს და "არისტოკრატები" ბელგიელთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტ ხელფასს სთავაზობდნენ (დაახლოებით 10 მილიონი ევრო წელიწადში), უარი უკვე უთხრა, რადგან მას ინტერში დარჩენა და თამაში სურს.

რომელუ ლუკაკუს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბელგიელი ინტერში თავს კარგად გრძნობს და სურს, რომ მილანურ კლუბში მინიმუმ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დარჩეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები