Thumbnail

ოფიციალურად: დანი კარვახალმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • დანი კარვახალი მადირიდის რეალის აღზრდილია
  • ესპანელი მცველი გუნდში კიდევ 4 წლით დარჩება

ოფიციალურად: დანი კარვახალი მადრიდის რეალში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ "სამეფო კლუბმა" სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო.

დანი კარვახალი ლუკა მოდრიჩს, ლუკა ვასკესს და ნაჩოს შეუერთდა, რომლებმაც ესპანელზე ადრე გაახანგრძლივეს კონტრაქტები. მოდრიჩი რეალში 2022 წლის ზაფუხლამდე დარჩება, ვასკესი - 2024 წლის ზაფხულამდე, ხოლო ნაჩო - 2023 წლის ზაფხულამდე. 

სავარაუდოდ, მომდევნო ფეხბურთელი, რომელიც მადრიდულ გუნდთან ხელშეკრულებას განაახლებს, ქარიმ ბენზემა იქნება. ესპანურ მედიაში  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფორვარდი რეალში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კარვახალი მადრიდის რეალის აღზრდილია. მარჯვენა განაპირა მცველს რეალის პირველ გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ერთი სეზონი ბუნდესლიგაში, ლევერკუზენში გაატარა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები