Thumbnail

შეძლებს ერიკსენი ინტერში თამაშს? კრისტიანს მილანში გამოკვლევას ჩაუტარებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

დანიის ნაკრებისა და ინტერის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გულის შეტევა მოუვიდა, მომდევნო კვირაში მილანურ კლუბში გამოცხადდება და გამოკვლევას ჩაიტარებს, რათა ექიმებბა დაადგინონ, შეძლებს თუ არა ფერხბურთელი მომავალში ინტერის მაისურით მოედანზე გასვლას.

საბედნიეროდ, ექიმებმა ერიკსენის გადარჩენა მოახერხეს  

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის ნაკრები გუნდების მატჩის დროს (0:1), 29 წლის ფეხბუთელს გული გაუჩერდა და ექიმებმა ის სიკვდილს გადაარჩინეს. თამაში შეწყდაა, ფეხბურთელი კი კოპენჰაგენის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით მას გულის იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი ჩაუდგეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც, თუ ტესტირების პასუხები დადებითი იქნება, კრისტიან ერიკსენს დაახლოებით 6 თვე ყველა შემთხვევაში გაუცდება. ასევე დაიწერა, რომ სერია A-ში დეფიბრილატორის იმპლანტანტით ფეხბურთელს თამაში ეკრძალება. 

კრისტიანი ინტერს სულ ცოტა 6 თვე მაინც ვერ დაეხმარება

კრისტიან ერიკსენი მილანის ინტერში 2020 წელს, ლონდონის ტოტენჰემიდან გადავიდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2020/21 წლების სეზონში კი სერია A-ს გამარჯებულიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები