Thumbnail

'რაზე ოცნებობ?' - კილიან მბაპეს და ნეიმარის საინტერესო დიალოგი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის ფორვარდებმა ერთმანეთს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს
  • ბრაზილიელს სჯერა, რომ მომდევნო მუნდიალზე გაიმარჯვებს
  • ფრანგს ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზულ კლუბში სურს 

პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა, კილიან მბაპემ და ნეიმარმა ერთმანეთს ინტერვიუს ფორმატში, რამდენიმე შეკითხვით მიმართეს. ფრანგი და ბრაზილიელი ვარსკვლავების დიალოგი, სადაც ისინი სასურველ ტიტულებზე საუბრობენ, გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა.

მბაპე: "ჟურნალისტის ამპლუაში არცთუ კარგი ვარ. რას შევეკითხებოდი ნეიმარს? რაზე ოცნებობ ყველაზე მეტად ამდენი მიღწევის შემდეგ".

ნეიმარი: "ჩემი მთავარი ოცნება პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა, ბრაზილიასთან ერთად კი - მსოფლიოს ჩემპიონატზე. შენ, კილიან? ოცნებობ ჩემპიონთა ლიგაზე?".

მბაპე: "და რატომ არა მსოფლიოს ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტულზე?".

ნეიმარი: "არა, მომდევნო მუნდიალს მე მოვიგებ. იგივე შეკითხვა მაქვს შენთან. უკვე როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, ახლა რაზე ოცნებობ?".

მბაპე: "ჩემი მთავარი ოცნება პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ფანტასტიკური იქნებოდა, თუმცა უარს არც მსოფლიოს კიდევ ერთ ჩემპიონატზე გამარჯვებაზეც ვიტყოდი".

მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ერთხელ უკვე მოგებული აქვს

კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მუნდიალზე გაიმარჯვა. 22 წლის ფრანგ თავდამსხმელს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მის გახანაგრძლივებაზე შეთანხმებას კი აქამდე ვერ მიაღწია. 

ნეიმარს სჯერა, რომ ყატარის მუნდიალზე ბრაზილია გაიმარჯვებს

ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2013 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო, 2021 წელს კი "კოპა ამერიკის" ფინალში ითამაშა.29 წლის ბრაზილიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგა ბარსელონასთან ერთად, 2014/15 წლების სეზონში აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები