Thumbnail

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 32 წლის ძიუდოისტი ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა.

კაპიტანი იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა, მაგრამ იაპონელმა ძირითადი დროის ამოწურვამდე წუთით ადრე ვაზარი აიღო, რამაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. დარჩენილ დროში ვარლამმა ვეღარ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება და დამარცხდა.

ამგვარად, ქართველი ძიუდოისტის მაქსიმუმი ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი თუ იქნება და ამისთვის, რუსი ნიიაზ ილიასოვი უნდა დაამარცხოს.


ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და გამარჯვება მეტოქის სამი გაფრთხილებით მოახერხა. მეორე წრეში 32 წლის ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ ორი ვაზარი მოიპოვა, რაც ავტომატურად იპონად იქცა და გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას 3 მედალი (1 ოქრო და 2 ვერცხლი) აქვს მოპოვებული. სამივე ძიუდოისტების აქტივშია - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, ხოლო ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები