Thumbnail
  • გიორგი გაგუას გოლმა ალავესს ტიტული მოაგებინა
  • ოთარ კიტეიშვილი სუპერფორმაშია
  • გიორგი მიქაუტაძის ერთი ტაიმი
  • ვაისის სლოვანი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

28 ივლისს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა წინასასეზონო და ევროთასების მატჩებში. 

გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლიგა 1-ის დაწყებამდე ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი გამართა - ათასი მაყურებლის თვალწინ ტრუა 2:1 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა მე-2 ტაიმი ითამაშა, მან შესვენებაზე იბრაიმა ნიანი შეცვალა, მეცის პირველი გოლის ავტორი. გიორგიმ მარჯვენა შემტევ ფორვარდად ითამაშა მიქაუტაძემ 4 ამხანაგურ მატჩში 1 გოლი გაიტანა. ბოლო ამხანაგურ მატჩში მეცი მონპელიეს ეთამაშება. 

ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ამხანაგურ მატჩში 3:2 დაამარცხა სერია A-ს უდინეზე. მე-9 წუთზე ანგარიში კიტეიშვილმა შესანიშნავი შორეული დარტყმით გახსნა. შტურმის ბოლო 4 თამაშიდან 3-ში ქართველმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა. 

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლი უდინეზეს კარში

ლა ლიგის ვალენსიამ ამხანაგურ მატჩში 0:2 დათმო სარაგოსასთან, თუმცა გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია. კარში რივერო იდგა, რომელიც არ შეუცვლიათ. 

ალავესმა ვილა დე ლაგვარდიას ტურნირი მოიგო

ლა ლიგის კიდევ ერთმა გუნდმა ალავესმა მირანდესს ქართველი ფეხბურთელის გოლით აჯობა - 1:0. გიორგი გაგუამ მეორე ტაიმში ითამაშა და ბასკურმა კლუბმა მისი თავურით მოიგო. ამით ალავესმა ვილა დე ლაგვარდიას ტროფეი მოიგო. სხვათა შორის, ალავესის რიგებში არ ჩანს ცნობილი ფორვარდი ხოსელუ, მისი 9-იანი კი ამხანაგურში სწორედ გიორგის ეცვა. "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს, რადგან ისინი ძალიან მეხმარებიან". ეს ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის მე-2 გოლია ალავესის ამხანაგურ მატჩებში. ის სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს, რომ ლა ლიგაში შანსი მიეცეს. 

📺 გიორგი გაგუას გოლი მირანდესის კარში

ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა ვლადიმირ ვაისის სლოვანი, სლოვაკური გუნდი სტუმრად დამარცხდა იანგ ბოისთან - 2:3. პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.

ჯაბა კანკავა იანგ ბოისთან მატჩში

ასე რომ, ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში შვეიცარიული კლუბი გავიდა, საქართველოს ნაკრების ექს-თავკაცის გუნდი კი ევროპალიგაზე გადავიდა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. ჯაბას გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა 2:3-ზე, თუმცა შვეიცარიელები ძელმა გადაარჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები