Thumbnail

მისი გმირი ლიპარტელიანია! პოლიციელი ძიუდოისტი, რომელსაც ბექაურმა ფინალში მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ლაშა ბექაურმა (90 კგ) ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს ტოკიოში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუპოვა. მართალია, ფინალში დამარცხდა, თუმცა გერმანელი ძიუდოისტიც ყურადღებას იმსახურებს, ის ხომ ამ წონით კატეგორიაში დღის და საერთოდ თამაშების აღმოჩენაა. ტრიპელს ფინალში არავინ ელოდა!

ვინ არის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ედუარდ (ედუ) ტრიპელი? ის 24 წლისაა. გერმანული მედია მის გამოსვლას ტოკიოში სენსაციურს უწოდებს და არ ცდება. პოლიციის აკადემიის სტუდენტს აქამდე არასდროს გაუმარჯვია სერიოზულ ტურნირებში. ის წონის რეიტინგში მე-15 იყო. ფინალში წაგების მიუხედავად, ტრიპელი ძალზე ბედნიერია: 

ედუარდ ტრიპელი (გერმანია): "ნახევარფინალის მერე ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ფინალის წინ კონცენტრაცია დავკარგე. ოლე ბიშოპის მერე პირველი გერმანელი ვარ, ვინც ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ფინალში ბექაური უნდა დამემარცხებინა, მაგრამ ვერცხლის მედალიც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მაინც ძალიან ბედნიერი ვარ". 

სხვათა შორის, ედუ აცხადებს, რომ ძიუდოში მისთვის გმირები საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია არიან. ეს ოლიმპიური თამაშების საიტზე (olympics.com), ტრიპელის ოფიციალურ გვერდზე წავიკითხეთ...  

კომენტარები

ბოლო ამბები