Thumbnail

დამოუკიდებელი საქართველოს მე-9 ოლიმპიური ჩემპიონი - ფაქტები ბექაურის ოქროზე 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს ოლიმპიადაზე 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ზედიზედ ხუთი ორთაბრძოლა მოიგო. ფინალში ლაშამ ვაზარით დაამარცხა გერმანელი ედუარდ ტრიპელი და საქართველოს ამ თამაშებზე პირველი ოქრო მოუტანა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ბექაურის ოლიმპიურ მედალთთან დაკავშირებით. სტატისტიკა მოყვანილია მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ასპარეზობს ოლიმპიურ თამაშებზე (ატლანტას ოლიმპიადიდან).

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏅 ტოკიო 2020-ზე საქართველოს უკვე სამი მედალი აქვს: 1 ოქრო და 2 ვერცხლი. სამივე მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.

🏅 ქართულმა დელეგაციამ უკვე გააუმჯობესა ატლანტა 1996-ის შედეგი, სადაც მხოლოდ 2 მედალი მოვიპოვეთ. 

🏅 ბექაურის ოლიმპიური ოქრო საქართველოსთვის მეცხრე ოქროა.

🏅 ბექაურის მედალი საქართველოსთვის რიგით 35-ე მედალია.

🏅 ოქროების რაოდენობით, ქართულმა დელეგაციამ უკვე გაიმეორა ლონდონი 2012-ის შედეგი (1 ოქრო). რეკორდი 3 ოქროა - პეკინი 2008.

🏅 ლაშა ბექაური დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია - 21 წლისა და 2 დღის. ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიურ ჩემპიონად რჩება ლაშა შავდათუაშვილი - 20 წლის, 6 თვისა და 2 დღის. 

🏅 საქართველოს სახელით ძიუდოისტებმა მე-4 ოქრო მოიპოვეს და გადაუსწრეს მოჭიდავეებს (3 ოქრო), 2 ოქრო აქვთ მოპოვებული ძალოსნებს.

🏅 საქართველოს სახელით ძიუდოისტებმა ჯამში 11 მედალი მოიპოვეს (4 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო). წინ მხოლოდ ჭიდაობაა - 17 მედალი. ძალოსნობა - 5, კრივი და სროლა - თითო მედალი.

🏅 ოთხი ოლიმპიური ოქროდან ძიუდოში 3 ქართველებმა 90 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვეს: 2004: ზურაბ ზვიადაური; 2008: ირაკლი ცირეკიძე და 2020: ლაშა ბექაური. მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა ოქრო სხვა წონით კატეგორიაში (66 კგ).

🏅 ყველა ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს სახელით: 1. ზურაბ ზვიადაური (ძიუდო. 2004), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა. 2004), 3. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო. 2008), 4. მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 2008), 5. რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა. 2008), 6. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო. 2012), 7. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა. 2016), 8. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა. 2016), 9. ლაშა ბექაური (ძიუდო. 2021).  

კომენტარები

ბოლო ამბები