Thumbnail

ოლიმპიადა | ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა იოლი მოგებით დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მედლები 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაშდება, სადაც ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილი წარმატებით ჩაება და 1/8-ფინალში გავიდა. 

ტატომ ოლიმპიადა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2021) და ევროპის ჩემპიონი (2020) 21 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მეტოქედ ტაჯიკი აკმალ მუროდოვი ჰყავდა, რომელმაც მანამდე გუამელი ჯოსტერ ენდრიუ იოლად დაამარცხა. 

ტატოს ტაჯიკი მეტოქისგან წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ ჰქონია. ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარი პირველ 48 წამში მოიპოვა, 2,5 წუთში კი ბრძოლა მტკივნეული ილეთით დაასრულა. გრიგალაშვილს 1/8-ფინალში მეტოქედ სამხრეთკორეელი სანგჰო ლი ჰყავს.


აღსანიშნავია, რომ ამ წონაში სხვა ქვეყნის სახელით ქართული წარმომავლობის სამი ძიუდოისტი გამოვიდა. თურქეთის წარმომადგენელი ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) მეორე წრეში დამარცხდა. მეორე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე და ავსტრიის წარმომადგენელი შამილ ბორჩაშვილი, 1/8-ფინალში კი ეს უკანასკნელი გავიდა. 

ანრი ეგუტიძისა და შამილ ბოორჩაშვილის შეხვედრა

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას 2 ვერცხლი აქვს მოპოვებული და ორივე ძიუდოში. ვიცე-ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები