Thumbnail

ხობში პოლიციამ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე დააკავა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნუგზარ წურწუმია ხობში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დააკავეს
  • 24 წლის სპორტსმენს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

სამართალდამცველებმა ხობში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სპორტსმენები დააკავა, რომელთა შორის საქართველოს და მსოფლიოს ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიაც იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. 

როგორც ირკვევა, შემთხვევა 24 ივლისს, ხობში ერთ-ერთ სუპეარკეტთან მოხდა. დაკავებულია 4 პირი, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმოფებოდნენ და დაპირისპირება პოლიციელებთან მოუვიდათ. 

ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ორივე დაკავებულს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ამავე ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რომელიც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ორი პირი დააკავეს. ზაზა დათეშიძეს და ვარლამ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებაზე ფოთის საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (-55 კგ) მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ერთი წლით ადრე კი ის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები