Thumbnail
  • ერიკ ლამელა სევილიაში 3 წლით დარჩება
  • ბრაიან ხილი ბოლოს ეიბარში თამაშობდა

როგორც მოსალოდნელი იყო, სევილიამ და ტოტენჰემმა ბრაიან ხილის და ერიკ ლამელას ტრანსფერები დაადასტურეს. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ გაჩნდა, დღეს კი კლუბებმა გაცვლა ოფიციალურად დაადასტურეს.

20 წლის ხილი ინგლისურ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. სევილიას აღზრდილი მარცხენა შემტევი გარემარბი ხშირად იყო განათხოვრებული სხვადასხვა გუნდებში. ტოტენჰემმა ხილის სანაცვლოდ, ერიკ ლამელას გარდა, ესპანურ გუნდს 25 მილიონ ევროზე მეტიც გადაუხადა.

ბოლო სეზონი ბრაიან ხილს სევილიაში არ გაუტარებია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასული სეზონი ეიბარში ჩაატარა, სადაც 28 მატჩი მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ერიკ ლამელა სევილიაში 3 წლით დარჩება. არგენტინელი ფეხბურთელი "დეზებს" 2013 წელს იტალიური რომადან შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში ლამელაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა 29 წლის ფეხბურთელმა ისე ვერ ითამაშა, როგორსაც მისგან ელოდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები