Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს აჯობა - ბასილაშვილმა მას სამ სეტში სძლია - 6:4, 3:6, 6:4. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე გერმანელი ალექსანდერ ზვერევი იქნება, რომელმაც კოლუმბიელ დანიელ გალანს ორ სეტში - 6:2, 6:2 მოუგო.

ნიკოლოზმა პირველი სეტი ბრწყინვალედ დაიწყო და ზედიზედ ორი გეიმი მოიგო. მართალია, მან ეს უპირატესობა მალევე დაკარგა, მაგრამ 3:3-ზე მეტოქის კიდევ მოწოდება მოიგო და სეტი მოგებით დაასრულა - 6:4.

ჩოგბურთელებმა მეორე სეტი კარგად დაიწყეს და თავიანთ მოწოდებებს იგებდნენ, თუმცა ნიკამ 2:3-ზე საკუთარი მოწოდება დათმო და სონეგომ ბრეიკის შემდეგ გათანაბრება შეძლო. იტალიელმა სეტი 6:3 მოიგო.

ბასილაშვილმა მესამე სეტში ბრწყინვალედ ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ სონეგომ 1:1-ზე ნიკოლოზის გეიმი მოიგო, ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 2-ჯერ დააბრეიკა, ჯერ ანგარიში 3:3 გახადა, ხოლო 4:3-ზე სონეგოს მოწოდება კიდევ ერთხელ მოიგო და 5:3 დაწინაურდა. სამწუხაროდ, ლორენცომ შემდეგ გეიმის მოგება შეძლო და ანგარიში 5:4 გახდა.

მესამე სეტის მე-10 გეიმი დაძაბული გამოდგა. 40:40-ზე ბასილაშვილმა ზედიზედ ორი ჩამოწოდება მოიგო და მეტოქე მესამე სეტში მესამედ დააბრეიკა. საბოლოოდ, ნიკოლოზმა მესამე სეტი 6:4 მოიგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ალექსანდერ ზვერევთან ითამაშებს.

მატჩი 28 ივლისს, დილის 6 საათზე დაიწყება. ზვერევსა და ბასილაშვილს სულ 4-ჯერ უთამაშიათ, ნიკოლოზმა მეტოქის დამარცხება მხოლოდ ერთხელ შეძლო - ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში 2:1.

კომენტარები

ბოლო ამბები