Thumbnail

'მათთვის ოლიმპიადა დაწყებამდე დასრულდა' - მსოფლიო მედია კალაშნიკოვას სკანდალზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებულ სკანდალს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვამ მეწყვილესთან ერთად (ეკატერინე გორგოძე) ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა სპორტული პრინციპით მოიპოვა, თუმცა იქ ვერ გამოვა, რადგან საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მასზე ოფიციალური განაცხადი არ გააკეთა.

ოქსანამ და ეკატერინემ სპორტულ არბიტრაჟში (CAS) უჩივლეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას, სეოკ-სა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ. ჩოგბურთელების მოთხოვნა ოლიმპიადაზე დაშვებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. CAS-მა დაადგინა, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია დამნაშავე არ არის. მიზეზი კი ის არის, რომ სეოკ-მა ოქსანა კალაშნიკოვაზე ოფიციალური განაცხადი არ წარადგინა.

ESPN: "საქართველოში დაშვებულმა შეცდომამ ქართველი ჩოგბურთელები, ოქსანა კალაშნიკოვა და ეკატერინე გორგოძე ზაფხულის ოლიმპიადის გარეშე დატოვა. სპორტის არბიტრაჟმა დაადგინა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა არ წარადგინა ამ მოთამაშეთა განაცხადი, იმის მიუხედავად, რომ მათ აცნობეს, რომ განაცხადი წარდგენილია". 

Yahoo! Sports: "ქართველი ჩოგბურთელები ოლიმპიადის გარეშე უხეში შეცდომის გამო დარჩნენ. მათთვის ოლიმპიადა დაწყებამდე დასრულდა, რასაც სამშობლოს უნდა "უმადლოდნენ. ჩოგბურთის ექსპერტი ბენ როტენბერგი მიიჩნევს, რომ ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკა გორგოძემ სეოკ-ს უნდა უჩივლონ ამ შეცდომისთვის".

ამ ოლიმპიურ სკანდალს ასევე გამოეხმაურნენ: AP, CNN, ABC news, ბრაზილიური "გლობო" და სხვა მედიასაშუალებები.  

კომენტარები

ბოლო ამბები