- UPDATE | სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
- ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რეიტინგის პირველ ნომერს მოუგო
- PREVIEW | პირველი მედლების შანსი საქართველოს - რას ველოდოთ 24 ივლისს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ხმლით ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ მესამე შეხვედრაც მოიგო და 1/2-ფინალშა. სანდრომ პირველ და მეორე შეხვედრებში ეგვიპტელ სპორტსმენებს აჯობა, რის შემდეგაც მეოთხედფინალში უმძიმესი ბრძოლა, რეიტინგის პირველ ნომერთან მოიგო.
ბაზაძემ სამხრეთკორეელი ოჰ სანგუკი ანგარიშით 15:13 დაამარცხა. სანდრო მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდა, ბოლო მომენტში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. 13:13-ზე ბაზაძემ ზედიზედ ორი ქულა აიღო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ არონ შილადის შეხვდება, რომელიც ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია.
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველო თამაშებზე 35 სპორტსმენით, სპორტის 11 სახეობაში გამოვა.
კომენტარები