Thumbnail

სპორტულმა არბიტრაჟმა (CAS) ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძის საჩივარი განიხილა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF), საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა (სეოკ) და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქმე პროფესორებმა, ლუიჯი ფუმაგალიმ (იტალია, კოლეგიის პრეზიდენტი), სონ ლუმ (ჩინეთი) და ხუან პაბლო არიაგადამ (ჩილე) განიხილეს. სპორტულმა არბიტრაჟმა გადაწყვეტილება უკვე აცნობა მხარეებს: 

"CAS-ის კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძის მიერ შეტანილი აპლიკაცია, რომლის თანახმადაც მათ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება აქვთ. 

აპლიკანტები არ მოხვდნენ ტოკიოს თამაშების მონაწილეთა შესწორებულ ჩამონათვალში, რომელიც გამოქვეყნდა 16 ივლისს. ITF-მ 17 ივლისს აცნობა მათ, რომ არც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას და არც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს არ გაუკეთებია განაცხადი მათ შესახებ. იმის მიუხედავად, რომ სეოკ-მა მათ უპასუხა, რომ, თითქოს, განაცხადი გაკეთდა. 21 ივლისს კალაშნიკოვამ და გორგოძემ მიმართეს CAS-ს, რომ წესების მიხედვით, მათ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მათ ქალთა წყვილებში თამაშის უფლება ჰქონდათ; რომ ITF-ის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული საბოლოო სია უნდა შეიცვალოს და ისინი უნდა დაემატნონ მონაწილეებს. 

არბიტრების კოლეგიამ, რომელიც დანიშნულია სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის და დაკომპლექტებულია პროფესორ ლუიჯი ფუმაგალისგან (იტალია, პრეზიდენტი), პროფესორ სონ ლუსგან (ჩინეთი) და ბატონ ხუან პაბლო არიაგადასგან (ჩილე), 22 ივლისს განიხილა ეს საქმე, რომლის მონაწილეთა ნაწილი ესწრებოდა განხილვას, ნაწილი ვიდეო-კონფერენციის ისმენდა მას. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი არც ესწრებოდა განხილვას და არც რამე წერილობითი განცხადება გაუკეთებია განხილვის დროს. კოლეგიამ განიხილა და მოამზადა გადაწყვეტილება, რომელიც ეცნობა მხარეებს 23 ივლისს. 

კოლეგიამ დაადგინა, რომ განმცხადებლები სეოკ-ს არ წარუდგენია ტოკიოს 2020 წლის თამაშებისთვის. ოფიციალური ნომინაციის არარსებობის შემთხვევაში, ITF-ის არაფერი დაუშავებია 2021 წლის 16 ივლისის შესწორებული მონაწილეთა სიის მიღებაში. ორი სპორტსმენისთვის სამწუხაროდ, მხოლოდ მათი პეტიციის გაუქმება გვრჩება".

 

კომენტარები

ბოლო ამბები